მთავარი
გვერდი
პროექტის
შესახებ
ორგანიზაციის
შესახებ
ექსპერტები არქივი ბიულეტების გამოწერა
 
ძებნა
ეკონომიკური სამართალი
სისხლის სამართალი
სამოქალაქო სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი
საკონსტიტუციო სამართალი
საერთაშორისო სამართალი
კანონმდებლობა სოციალური საკითხების შესახებ
დარგობრივი კანონმდებლობა

 





   

პროექტის შესახებ

 

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში" ხორციელდება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობითა და ფონდის "ღია საზოგადოება – საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი უწყვეტად მიმდინარეობს 2004 წლის ნოემბრიდან.

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნის გზით საკნონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა, საზოგადოების საკნონმდებლო პროცესში ჩართვა პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ინფორმაციის დროულად მიწოდების გზით და საზოგადოებრივი ინტერესების ლობირება კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ინსტიტუტი:

  • რეგულარულად იღებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულ ყოველგვარ საკანონმდებლო ინიციატივაზე;
  • ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს პარლამენტში კანონშემოქმედებითი კუთხით მიმდინარე ყველა პროცესზე (კანონპროექტის შემოსვლიდან - მიღებამდე);
  • ავრცელებს ინფორმაციას პარლამენტის მიერ პირველი, მეორე და მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტების შესახებ;
  • ამზადებს პარლამენტში შესულ კანონპროექტებზე ექსპერტულ ანალიზს;
  • აწვდის საზოგადოებას კანონპროექტის ტექსტს, განმარტებით ბარათსა და ექსპერტულ ანალიზს ბიულეტენების სახით ინტერნეტის საშუალებით;
  • ხელს უწყობს კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონპროექტების ღია, საზოგადოებრივი განხილვას;
  • ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობას;
  • იცავს საზოგადოებრივ ინტერესებს საკანონმდებლო პროცესებში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ურთიერთობა ინსტიტუტს გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით.

ინფორმაციის დროული მიღების მიზნით, გარდა იურიდიული კომიტეტისა, პროექტის საპარლამენტო მდივანის მიერ შექმნილია თანამშრომლობის ქსელი ყველა კომიტეტთან და მათგან რეგულარულად ხორციელდება ინფორმაციის მიღება საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.

პროექტის ფარგლებში მოწვეული არიან დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის სფეროში გამოცდილი ექსპერტები

საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:

  • გახსნილია გვერდი ინტერნეტში (www.civilin.org.ge), რომელზეც მუდმივად განახლებადი წესით უმოკლეს ვადაში ხდება პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების განთავსება, მათი მოკლე მიმოხილვა და ექსპერტების დასკვნები;
  • ყოველ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომზადებული ანალიზი და დასკვნები სისტემატურად ვრცელდება მეილინგ-ლისტის საშუალებით. მეილინგ-ლისტით ინფორმაცია ეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს, დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიის წარმომადგენლებს, ექსპერტებს.
  • მომზადებული დასკვნები, გარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრებისა, ასევე ეგზავნება იმ კომიტეტის თავმჯდომარეებსაც, რომელთა დასკვნა კანონპროექტზე, თავფურცლის მიხედვით, სავალდებულოა.

თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 941 605 ფაქსი/Fax:(995 32) 330 417
ელ. ფოსტა/e-mail
adm@civilin.org