პროექტი "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში"
ხორციელდება საქართველოს სამინისტროებთან თანამშრომლობითა და ეუთოს მისიის
ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება 2006 წლის 1 თებერვლიდან.
პროექტის მიზანია კოორდინირებული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნის
გზით საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესების და საკანონმდებლო გარემოს
სრულყოფა.
პროექტის ფარგლებში შერჩეულია
სამინისტროები, რომლებიც უფრო ხშირად ახორციელებენ
საკანომდებლო ინიციატივებზე მუშაობას. ეს დაწესებულებებია:
- იუსტიციის სამინისტრო;
-
ფინანსთა სამინისტრო;
-
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
-
შინაგან საქმეთა სამინისტრო;
-
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
-
მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახური.
თანამშრომლობის ფარგლებში
სამინიასტროები უზრუნველყოფენ
შემუშავებული კანონპროექტების მოწოდებას, რომლებზედაც სამართლის ქართველი
ექსპერტები ამზადებენ დასკვნებს; სამინისტროები უზრუნველყოფენ ასევე ექსპერტთა
მონაწილეობას სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებში.
საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებით
განხორციელდება:
-
გახსნილია გვერდი ინტერნეტში (www.civilin.org.ge),
რომელზეც მუდმივად განახლებადი წესით უმოკლეს ვადაში ხდება სამინისტროებში
მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების განთავსება, მათი მოკლე მიმოხილვა და
ექსპერტების დასკვნები;
-
ყოველ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომზადებული ანალიზი
და დასკვნები სისტემატურად ვრცელდება მეილინგ-ლისტის საშუალებით. მეილინგ-ლისტით
ინფორმაცია ეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს, დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედ
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სხვადასხვა სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიის წარმომადგენლებს, ექსპერტებს.
ჩამოთვლილ
სამინისტროებთან ურთიერთობა ინსტიტუტს გაფორმებული აქვს
ურთიერთგაგების მემორანდუმების სახით.
პროექტის ფარგლებში მოწვეული არიან დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებათა
დაცვის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის სფეროში გამოცდილი ექსპერტები
|