პროექტი “სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში” ხორციელდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობითა და ფონდის
“ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება
2006 წლის 1 თებერვლიდან.
პროექტის მიზანია კოორდინირებული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების
შექმნის გზით საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესების და საკანონმდებლო
გარემოს სრულყოფა.
პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის ამოცანებია:
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: საზოგადოების ინფორმირება ქვეყნის მასშტაბით
კანონშემოქმედებითი კუთხით მიმდინარე ყველა პროცესზე (კანონპროექტის
შემოსვლიდან – მიღებამდე);
-
სამოქალაქო საზოგადოების კანონშემოქმედებით პროცესში
ჩართვა: კანონპროექტებზე ექსპერტული ანალიზის მომზადება, გავრცელება,
ექსპერტების საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა;
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატების თანამშრომელთა
კვალიფიკაციის ამაღლება;
მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა: შერჩეული კანონების მონიტორინგის და
შესაბამისი ანგარიშების და რეკომენდაციების შემუშავების გზით.
-
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის
კოორდინაცია.
დასახული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
-
რეგულარულად იღებს ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭოში
განსახილველად შესულ ყოველგვარ საკანონმდებლო ინიციატივაზე;
-
ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას აჭარის უმაღლეს
საბჭოში კანონშემოქმედებითი კუთხით მიმდინარე ყველა პროცესზე (კანონპროექტის
შემოსვლიდან – მიღებამდე);
-
ავრცელებს ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭოს მიერ
პირველი, მეორე და მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტების შესახებ;
-
ამზადებს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტებზე
ექსპერტულ ანალიზს;
აწვდის საზოგადოებას კანონპროექტის ტექსტს, განმარტებით ბარათსა და
ექსპერტულ ანალიზს ბიულეტენების სახით ინტერნეტის საშუალებით;
ხელს უწყობს კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონპროექტების ღია,
საზოგადოებრივი განხილვას;
-
ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და
საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობას;
-
იცავს საზოგადოებრივ ინტერესებს საკანონმდებლო
პროცესებში.
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა ინსტიტუტს
გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით.
პროექტის ფარგლებში მოწვეული არიან დემოკრატიის განვითარების, ადამიანის
უფლებათა დაცვის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის სფეროში გამოცდილი
ექსპერტები
საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებით
განხორციელდება:
-
გახსნილია გვერდი ინტერნეტში (www.civilin.org.ge),
რომელზეც მუდმივად განახლებადი წესით უმოკლეს ვადაში ხდება აჭარის უმაღლეს
საბჭოში განსახილველი კანონპროექტების განთავსება, მათი მოკლე მიმოხილვა და
ექსპერტების დასკვნები;
-
ყოველ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომზადებული
ანალიზი და დასკვნები სისტემატურად ვრცელდება მეილინგ-ლისტის საშუალებით.
მეილინგ-ლისტით ინფორმაცია ეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს, დედაქალაქსა
და რეგიონებში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სხვადასხვა
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიის წარმომადგენლებს,
ექსპერტებს.
|